Home
Category
TV Live Menu

EBRD საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს

5a227eb0b2c5f
BM.GE
02.12.17 14:19
806
"საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა" - ამის შესახებ EBRD-ის ვიცე პრეზიდენტმა ალან პიუმ ’’საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე შესაძლებლობა აქვს რეგიონული ჰაბი გახდეს. ალან პიუ ამბობს, რომ ქვეყანას დამატებითი შესაძლებლობები მომდევნო წლიდან გაეხსნება, როდესაც საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება შევა ძალაში.

"საქართველო აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ნაწილია. ამ ქვეყანას იდეალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს იმისთვის, რომ ყველაზე დიდი სარგებელი მიიღოს ახალი აბრეშუმის გზის პროექტიდან და ასევე ჩინეთთან თანამშრომლობისგან.

საქართველო ეკონომიკურად სწორი მიმართულებით ვითარდება და მეორე ტალღის რეფორმების მხრივ ლიდერია", - ამბობს პიუ და აღნიშნავს, რომ წლის ბოლომდე EBRD-ის ინვესტიციების მოცულობა საქართველოში 3 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.

ალან პიუ ამბობს, რომ EBRD დაფინანსების გაზრდას ენერგეტიკული პროექტების კუთხით გეგმავს, ამასთან ბანკი განიხილავს ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩართვასაც.

Subscribe to our news

Get the main news of the day