Home
Category
TV Live Menu

EBRD: საქართველოში ლარისა და ცენტრალური ბანკის პოლიტიკის მიმართ ნდობა იზრდება

57333dbb7dd91
BM.GE
11.05.16 18:09
1350
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. მიმდინარე წელს EBRD საქართველოში 3,4 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს, ნაცვლად ნოემბერში ნავარაუდები 2,6%-სა. ბანკის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2017 წელს 3,9 პროცენტით გაიზრდება.

EBRD პროგნოზის გადახედვას ორ ძირითად საკითხს უკავშირებს: ძლიერ ტურისტულ სეზონს და ინვესტორების ნდობის გაზრდას. ბანკი აღნიშნავს, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ბიზნესთან მეგობრულმა პოლიტიკამ ინვესტორებში ნდობის გაზარდას შეუწყო ხელი. 

EBRD აღნიშნავს, რომ ლარისა და ცენტრალური ბანკის მიმართ ნდობა იზრდება. ასევე როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, აღნიშნულმა ფაქტორებმა მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლის საკითხი მოაგვაროს, კერძოდ „იბიარდი“ აღნიშნავს, რომ 2016 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის სტაბილიზაცია და დოლარიზაციის შემცირება დაიწყება, რაც ასევე მოხსნის ზეწოლას ლარზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day