Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„ეფეს საქართველომ“ PechaKucha Night-ზე ანტერპრენერული პროგრამა წარადგინა

BM.GE
08.11.22 10:29
197
“ეფეს საქართველომ“ „სტარტაპ ბიუროსა“ და „იმპაქტ ჰაბ თბილისთან“ ერთად PechaKucha Night-ის ღონისძიებას უმასპინძლა, რომელიც 1300 ქალაქში ტარდება და არაფორმალური, სახალისო შეკრების კონცეფცია აქვს. ღონისძიებაზე „ეფეს საქართველომ“ ანტერპრენერული პროგრამა წარადგინა. ღონისძიების კონცეფცია იყო „Going Green“. შეხვედრაზე სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებმა საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს, თუ როგორ ცდილობენ მათი ორგანიზაციები ქვეყანა, რეგიონი და მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალონ. “ეფეს საქართველოსთვის“ მდგრადი განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია ამჟამად რამდენიმე პროექტზე მუშაობს, რომელიც გარემოსა და რესურსების დაცვას, ასევე, საქართველოს მომავალი თაობისთვის გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

Subscribe to our news

Get the main news of the day