აშშ-ის ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს (EIA) პროგნოზით, 2017 წლის მეორე ნახევარში ივარაუდება ქვეყანაში ნედლი ნავთობის მოპოვების ზრდა.
სამმართველოს შეფასებით, მოპოვება შეადგენს 9,4 მილიონ ბარელს/დღეში, რაც 340 ათასი ბარელით აღემატება წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ივარაუდება, რომ მომავალ წელს აშშ-ში ნედლი ნავთობის მოპოვება მიაღწევს 9,9 მლნ ბარელს/დღე-ღამეში, რაც მაღალია წინა რეკორდთან შედარებით - 9,6 მლნ ბარელის ოდენობით, რომელიც დაფიქსირდა 1970 წელს.