Home
Category
TV Live Menu

ეკა ბესელია მზად არის "მაესტროს" უფლებამოსილება შეწყვეტილი თანამშრომლების საქმე კომიტეტმა განიხილოს

575170fe878a7
BM.GE
03.06.16 15:56
1275
ეკა ბესელია მზად არის მაესტროს უფლებამოსილება შეწყვეტილი თანამშრომლების საქმე პარლამენტის კომიტეტმა განიხილოს. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
 
"მე მაქვს ინფორმაცია მხოლოდ მედიით გავრცელებული, თუ ჩვენთან იქნება მომართვა, ეს არის პროცედურა, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მზად ვარ ამ საკითხებზე უფრო დეტალურად შევიდე, შევისწავლო, შევხვდე ამ ადამიანებს. თუ რა თქმა უნდა აქვთ ამის სურვილი, ეს მათი არჩევანი და დისკრეციაა.

რაც შეეხება შრომით დავებს ეს სასამართლოს პრეროგატივაა, კანონიერია თუ არა გადაწყვეტილება ამას სასამართლო ადგენს ბუნებრივია და არა პარლამენტი, მაგრამ თუ სურვილი ექნებათ ამ ადამიანებს, რომ უფლებრივი კუთხით ჩვენც შევისწავლოთ ეს ფაქტები, რასაკვირველია, როგორც ყველა ფაქტს და ვინც არ უნდა იყოს მომმართველი კომიტეტი გულისხმიერად და ყურადღებით მოეკიდება“, - განაცხადა ბესელიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day