პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, კომერციული პალატების შექმნაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც ბესელიამ BM.ge-თან საუბრისას განაცხადა, რეფორმაზე იუსტიციის სამინისტრო მუშაობს, რომელიც კანონ-პროექტის ინიციატორია.
"ჩვენ ველოდებით და ვფიქრობთ, რომ რამდენიმე თვეში უკვე იქნება პროექტი, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ. გვსურს, ყველა წუხილს, რომელიც გარკვეულ ჯგუფებს აქვს, კარგი რეფორმით ვუპასუხოთ", - განაცხადა ბესელიამ. ის ვარაუდობს, რომ აღნიშნული რეფორმის განხორციელება 2018 წელს მოესწრება.
ბესელიას ინფორმაციითვე, რეფორმის ფარგლებში იგეგმება საერთაშორისო კარგი გამოცდილებას გაზიარება და უკვე ჩართულები არიან ბრიტანელი ექსპერტები.