Home
Category
TV Live Menu

"ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი ბინების განაწილება არათანასწორი პრინციპებით მიმდინარეობს"

5a7942585520c
მარი როჭიკაშვილი
06.02.18 09:50
911
სახელმწიფო აუდიტმა აჭარაში საცხოვრებელი ობიექტების განკარგვის ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა და დაადგინა, რომ ეკომიგრანტებისთვის ბინების განაწილება არათანასწორი პრინციპით მიმდინარეობს. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, 2016-2017 წლებში, მოქალაქეთა მიერ 64 შემთხვევაში ისეთი საცხოვრისები შეირჩა რომელთა ღირებულება მნიშვნელოვნად (რიგ შემთხვევაში 2 -ჯერ და მეტად) აჭარბებდა დახმარების სახით მიღებულ საბიუჯეტო დაფინანსებას. “ისეთი ბინების შეძენა, რომლებიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მოითხოვს პროგრამის ბენეფიციარების მხრიდან მნიშვნელოვან კერძო ინვესტიციას, რისი საშუალებაც მათ არ გააჩნიათ”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ 2016 წელს შესყიდული ალტერნატიული ფართების მიუხედავად, ბენეფიციართა 47%-მა ვერ დატოვა სტიქიური განვითარების ზონა და კვლავ განაგრძობენ ცხოვრებას სიცოცხლისთვის საშიშ ზონაში.

აჭარის მთიან ზონაში ხშირია მეწყერის, ღვარცოფისა და ფერდობული ეროზიის შემთხვევები, მოქალაქეებს მიგრირებისთვის ესაჭიროებათ ალტერნატიული უსაფრთხო საცხოვრისი. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად 2015-2016 წლებში სულ გაიხარჯა 9.2 მილიონი ლარი, მათ შორის: 5.8 მილიონი ლარი მოქალაქეთა ალტერნატიული ფართების შესყიდვის თანადაფინანსებისთვის და 3.4 მილიონი ლარი საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობისთვის.

"ბინების განაწილების პროცესი ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციართა მიმართ თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვას”, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day