საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, ანტიდემპინგური კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ფასების კონტროლს ითვალისწინებს, საქართველოსთვის სასარგებლო არ არის. ამის შესახებ მან საქართველო-ირანის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
"ანტიდემპინგური პარლამენტში რომ განიხილებოდეს, არ მსმენია. საუბარი მიდის უკვე 4 წელია. ეს გულისხმობს ფასების კონტროლს, რაც, ჩვენს მსგავს პატარა და ღია ეკონომიკაში, რომ გითხრათ, მთლად სასარგებლო იყოს, ალბათ არა",- განაცხადა გახარიამ.