Home
Category
TV Live Menu

ეკონომიკის მინისტრი ავანსის დღგ-თი დაბეგვრაზე: მე არ ვიცოდი ბიზნესის პრეტენზიები

58774fce5d135
BM.GE
12.01.17 13:40
1650
ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მისთვის არ იყო ცნობილი ბიზნესის პრეტენზიები საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ავანსის დღგ-თი დაბეგვრა ხდება. როგორც მინისტრმა განაცხადა, შესაძლოა ცვლილება გარკვეულ პრობლემებს უქმნის დეველოპერულ ბიზნესს, რაც განხილული იქნება.

"ბიზნესს ავანსის დაბეგვრის მექანიზმის შეცვლასთან დაკავშირებით თუ აქვს სერიოზული პრობლემები და პრეტენზიები, მოვისმენთ და გავითვალისწინებთ.
როგორც იცით, კანონში შევიდა ბევრი ცვლილება, ეს იყო პორტფელი, რომელსაც ჰქონდა გარკვეული მიზანი. ამ მიზნის მისაღწევად ეს იყო ერთ-ერთი ინსტრუმენტი.

მე არ ვიცოდი ბიზნესის პრეტენზიები. ვიცოდი ჩემი ყოფილი ფუნქციებიდან გამომდინარე, რომ არის ბიზნესები, რომელთა განვითარებასაც ავანსის დაბეგვრა ან არდაბეგვრა მნიშვნელოვანი არგუმენტია. სამშენებლო და დეველოპერულ ბიზნესს შეიძლება გარკვეული პრობლემები შეექმნათ და ამას განვიხილავთ",- განაცხადა გახარიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day