Home
Category
TV Live Menu

ეკონომიკის მინისტრი საერთაშორისო ხელშეკრულებებში ცვლილებებს არ ელოდება

59e46061861b6
ნინო კვინტრაძე
16.10.17 11:19
808
ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია საერთაშორისო ორმხრივ სიანვესტიციო ხელშეკრულებებში მიწის შესახებ კანონის გამო ცვლილებებს არ ელოდება. მინისტრის განცხადებით, ორგანულ კანონში მიწასთან დაკავშირებული საკითხები იმგვარად იქნება რეგულირებული, რომ გათვალისწინებული იქნება როგორც სახელმწიფოს, ასევე მიწის, როგორც უნიკალური რესურსის ინტერესი.

"მიწა მცირემიწიან ქვეყანაში არის განსაკუთრებული რესურსი, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში არის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ კანონი იმგვარად იქნას მიღებული, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა არ დაგვჭირდება. დაცული იქნება, სახელმწიფოს ინტერესებიც",- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ მიწის შესახებ კანონპროექტის გამო ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებების შესაძლო გადახედვაზე ინვესტორთა საბჭო მიუთითებდა. მსგავსი ხელშეკრულება საქართველოს 30-მდე ქვეყანასთან აქვს დადებული, რომლის მიხედვითაც უცხოელი ინვესტორების ნაწილი ისეთივე პირობებით უნდა სარგებლობდეს, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები.

Subscribe to our news

Get the main news of the day