Home
Category
TV Live Menu

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ქვეყნის ეკონომიკისთვის სამ ძირითად გამოწვევას ასახელებს

5836e2ee64bdc
BM.GE
24.11.16 16:48
861
საქართველოს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია ქვეყნის ეკონომიკისთვის სამ ძირითად გამოწვევას ასახელებს. მისი თქმით, აშკარაა, რომ ჩვენი ძირითადი გამოწვევებაია: სწრაფი ეკონომიკური ზრდა, დასაქმების ზრდა და სავაჭრო დეფიციტის შემცირება.

„ეს ის გამოწვევებია, რომლებზე პასუხის გაცემა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქართული ეკონომიკა „გამოწვევების ეკონომიკიდან“ გახდეს „შესაძლებლობების ეკონომიკა“. სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ არის შექმნილი მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day