ეკონომიკის სამინისტრო დღეს გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობასთან დღეს გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, სადაც თბილისში, მუხაძის ქუჩის მაცხოვრებლები ითხოვდნენ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო ქონების დაკანონებას და შესაბამისი კომუნიკაციებით უზრუნველყოფას, განვმარტავთ, რომ ხსენებულ მისამართზე მცხოვრებიპირები არ ფლობენსაკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რის გამოც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დააკმაყოფილოს აქციის წევრების მოთხოვნები.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არსებულ საკითხთან დაკავშირებით აქციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს თანამშრომლებს შორის დანიშნული იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც საინიციატივო ჯგუფის წევრების არგამოცხადების გამო ჩაიშალა.
გაცნობებთ, რომ წლების განმავლობაში,საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მთელი რიგი უძრავი ქონება კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშედაკავებული აქვთ სხვადასხვა ფიზიკურპირებს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროაქტიურად მუშაობს სხვადასხვა სტრუქტურებთან შესაბამისი ინფორმაციის მოძიებისა და სისტემურად დამუშავების კუთხით.
ასევე გვინდა მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, არ მოახდინონ ასეთი საკითხებით სპეკულირება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა“, - ნათქვამია განცხადებაში.