Home
Category
TV Live Menu

ეკონომიკის სამინისტრო: ტყიბულის შახტაში მაღაროში მუშების ჩასაყვანი მოწყობილობის რემონტი მიმდინარეობდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა

5911f107596b9
BM.GE
09.05.17 20:34
739
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და მოხდა უბედური შემთხვევა. შედეგად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 4 მეშახტე.

ტყიბულში უკვე გაემგზავრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია. ადგილზე სიტუაციის გასარკვევად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დავალებით ტყიბულში ასევე გაემგზავრნენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები.

Subscribe to our news

Get the main news of the day