ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რეგიონებში მდებარე 47 719 ერთეული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთია, რაც ჯამში 3 791 424 603 კვ.მ სავარგულს შეადგენს. მათ შორის, ყველაზე მეტი 16 389 ქვემო ქართლშია განლაგებული, ყველაზე პატარა ტერიტორიის კი ცენტრალური მთავრობა მიწის სიმცირიდან გამომდინარე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში აკონტროლებს.
16 389 - ქვემო ქართლი (1 003 910 992 კვ.მ)
6 043 - სამეგრელო- ზემო სვანეთი (287 422 396 კვ.მ)
5 891 - კახეთი (1 384 900 398 კვ.მ.)
4 541 - იმერეთი (143 587 057 კვ.მ.)
4 422 - შიდა ქართლი (201 953 595 კვ.მ.)
2 832 - აჭარა (102 477 208 კვ.მ.)
2 763 - მცხეთა - მთიანეთი (182 702 417 კვ.მ.)
2 319 - თბილისი (5 924 532 კვ.მ.)
1 476 - სამცხე-ჯავახეთი (389 894 167 კვ.მ. )
678 - გურია (76 792 194 კვ.მ.)
365 - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი (11 859 647 კვ.მ.)
რაც შეეხება, არასასოფლო-სამეურნეო მიწას, რომელიც ეკონომიკის ბალანსზე ირიცხება, სულ 52 889 ერთეული ნაკვეთია და დიდი ნაწილი დედაქალაქში მდებარეობს. რეგიონების მიხედვით კი მიწები ასე ნაწილდება:
თბილისი - 12 927 (89 580 409 კვ.მ)
აჭარა 5 210 (353 603 707 კვ.მ)
გურია 1 490 (4 905 331 კვ.მ)
იმერეთი 7 416 (38 139 402 კვ.მ)
კახეთი 3 012 (447 794 065 კვ.მ)
მცხეთა-მთიანეთი 2 802 (45 528 732 კვ.მ)
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი 841 (2 406 546 კვ.მ)
სამეგრელო ზემო სვანეთი 5 726 (281 327 307 კვ.მ)
სამცხე ჯავახეთი 2 326 ( 54 340 802 კვ.მ)
ქვემო ქართლი 7 817 (194 186 823 კვ.მ)
შიდა ქართლი - 3 322 (15 783 249 კვ.მ)
სტატისტიკა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილმა გამოითხოვა.