Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 9 ადგილით ჩამოქვეითდა - შეფასებები

BM.GE
16.03.23 23:51
104
ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 9 ადგილით ჩამოქვეითდა. ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის ინდექსის მიხედვით, ეკონომიკის თავისუფლებით, საქართველო 68.7 ქულით მსოფლიო რეიტინგში 176 ქვეყანას შორის 35-ე ადგილზეა. ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ქულა 3.1 პუნქტით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი ვარდნაა. შეიცვალა საქართველოს სტატუსიც და ჩვენმა ქვეყანამ მეტწილად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფიდან ზომიერად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა. ბოლო 2 წელიწადში საქართველოს ქულა 8.5-ით შემცირდა. ყველაზე მეტად, 24.1 პუნქტით, საქართველოს ქულა ფისკალურ სტაბილურობაში შემცირდა, რაც პანდემიის გამო გაზრდილმა ბიუჯეტის ხარჯებმა, ბიუჯეტის დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა განაპირობა. 9.5 პუნქტით გაუარესდა საკუთრების უფლების დაცვის მიმართულება. 4.3 პუნქტით გაუარესდა ბიზნესის თავისუფლების ქულა, რაც რეგულაციების გამკაცრებას უკავშირდება. 4-ით შემცირდა მონეტარული თავისუფლების ქულა, რაც მაღალმა ინფლაციამ განაპირობა. ბოლო წლებში საქართველოს პოზიციებს თუ გადავხედავთ, ყველაზე მაღალ პოზიციას ანუ მე-7 ადგილს – 2017 წელს იკავებდა. 35-ე ადგილზე ქვემოთ კი ბოლოს 2004 წელს იყო. ეკონომისტების შეფასებით, ჰერითიჯის ბოლო რეიტინგი საყურადღებო ტენდენციას ასახავს, რაც მათ შორის საინვესტიციო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. „ინვესტორები ლუპით უყურებენ ამ რეიტინგს“- ამბობს IDF-IS ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day