Home
Category
TV Live Menu

ელჩი: ევროკავშირი არაა საუკეთესო ადგილი სტარტაპებისთვის, სილიკონ ველი - ესაა ადგილი, სადაც შეგიძლიათ შეცდომა დაუშვათ

58d900173cbb2
BM.GE
27.03.17 17:00
897
ესტონეთის ელჩის საქართველოში კაი კაარელსონის განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანაშ სტარტაპები გნავითარდეს საჭიროა, რომ კერძო სექტორის მხრიდან დამწყები ბიზნესების დაფინანსება გაიზარდოს. როგორც ელჩი "საქმის კურსთან" ინტერვიუში აცხადებს, ამ კუთხით საქართველოს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, - განსაკუთრებით კი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

"მე საკმაოდ გაკვირვებული ვარ იმ განვითარებით რაც საქართველოშია, თქვენ გაქვთ ტექნოპარკი, რომელსაც თბილისის გარდა სხვა რეგიონებშიც ხსნით. საქართველოს ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს ამ კუთხით. ევროკავშირი არაა საუკეთესო ადგილი სტარტაპებისთვის, - სილიკონ ველი, - ესაა ადგილი სადაც შეგიძლიათ შეცდომა დაუშვათ, ეს კი იმიტომ ხდება რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში სტარტაპები მთავრბის მიერ ფინანსდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაფერი განსხვავებულადაა. კერძო სექტორის წილი დაფინანსებაში ნიშნავს, რომ შენ გაქვს უფლება დაუშვა შეცდომა, რაც ბევრად მოსახერხებელი და მიმზიდველია, ვიდრე სახელმწიფოს წილობრივად დიდი მონაწილეობა დაფინანსების კუთხით. საქართველოში სტარტაპებს უკვე აქვთ კარგი ნიადაგი.

კერძო სექტორის მიერ სტარტაპების დაფინანსებით ახალგაზრდებისთვის ბევრი შესაძლებლობა იხსნება. ამის შედეგს ვერ დავინახავთ ვერც ხვალ და ვერც 2 წელში მაგრამ შედეგი დადგება 5 და 15 წელში. მე ძალიან დიდი შესაძლებლობას ვხედავ საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების კუთხით", - ამბობს ელჩი.

Subscribe to our news

Get the main news of the day