Home
Category
TV Live Menu

ელჩი: სწორი განათლებიდან მოდის განვითარება და ბიზნეს სექტორის წარმატება

593b0dff0c877
BM.GE
10.06.17 17:00
719
"ფინეთში განათლებაზე ხელმისაწვდომობა ფინანსური საშუალებით და პირობითად სოციალური ფენით არ განისაზღვრება“, - განაცხადა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ფინეთის ელჩმა საქართველოში არია მაკონენიმ . მისი თქმით, სწორი განათლებიდან მოდის დემოკრატია, განვითარება და თუნდაც ბიზნეს სექტორის წარმატება.

„ფინური კომპანიების მიერ საქართველოთი დაინტერესება მზარდია, შესაბამისად ამ კომპანიებს თქვენს ქვეყანაში ეფექტიანად მუშაობისთვის განათლებული და მცოდნე კადრები სჭირდება. ხედავთ, როგორ ბმაშია განათლება და ეკონომიკური ზრდა ერმანეთთან ? ვთვლი, რომ ეს პირობა ნებისმიერი ქვეყნისთვის უნივერსალურია. ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოსთან აქტიურად ვითანამშრომლოთ განათლების სფეროში და ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ თქვენივე პროგრესისთვის „, - ამბობს ელჩი.
ფინეთის ელჩი „საქმის კურსთან“ საუბრისას ასევე, ამბობს რომ ფინური კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება არსებობს და ამ ინტერესის გასაღრმავებლად ორმხრივი შეხვედრების ორგანიზებაა საჭირო.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ ჩავატარეთ ძალიან საინტერესო ფინურ-ქართული ბიზნეს ფორუმი, სადაც წამროდგენილი იყვნენ კერძო კომპანიები სხვადასხვა სექტორიდან.
ფაქტობრივად ახლა ეყრება საფუძველი ჩვენს საქმიან ურთიერთობებს და სწორედ ასეთი ფორუმებისა და შეხვედრების შემდეგ უყალიბდებად წამროდგენა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე კომპანიებს. ამჟამად მე ვიცი რომ რამდენიმე ფინურ კომპანიას აქვს კონკრეტული საინვესტიციო გეგმები საქართველოსთან მიმართებით, მაგალითად მინარალებისა და მეტალების მწამროებელი კომპანია Outotec-ი, რომელმაც ქართულ მხარესთან უკვე გააფორმა სავაჭრო ხელშეკრულება. ყველაზე მნიშვნელოვანია რომ შეიქმნას პრეცედენტი - შემდგომ უკვე თავისთავად გაიზრდება დაინტერესებაც. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებიდანაც ასეთ ადამიანებს მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ და სარგებელი ორივე მხარისთვის საკმაოდმ თვალსაჩინო და დიდი იქნება“, - ამბობს ელჩი.

Subscribe to our news

Get the main news of the day