Home
Category
TV Live Menu
Loading data...

electra.ge - ელექტროენერგიის ონლაინ ყიდვა-გაყიდვისთვის პირველი კერძო პლატფორმა ამუშავდა

BM.GE
05.11.21 14:37
278
საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია ელექტროენერგიით ვაჭრობის პლატფორმა - “ელექტრა”. პლატფორმა ბაზრის მონაწილეებს საშუალებას უქმნის, ელექტროენერგიის შესყიდვისა და გაყიდვის ყველა წინადადება ერთ სივრცეში იხილონ, საკუთარი მოთხოვნების შესაბამისად ჩამოაყალიბონ და ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შესახებ განცხადებები განათავსონ.

პრაქტიკულად დღეს ‘ელექტრა’ ერთადერთი პლატფორმაა, სადაც მომხმარებელი და მწარმოებლები ერთმანეთს ხვდებიან. ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ფარგლებში, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟაც შეიქმნა, თუმცა მისი სრულფასოვანი ამოქმედება 2021 წლის 1 ივლისის ნაცვლად, 2022 წლის იანვრამდე გადაიდო.

მომდევნო ხუთ წელიწადში ბაზრის სრული ლიბერალიზაციაა მოსალოდნელი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წლისთვის მცირე ბიზნესის და საცალო მომხმარებლების გარდა, ნებისმიერი სუბიექტი ელექტროენერგიის შეძენას კონკურენტულ ბაზარზე, დერეგულირებული ფასით შეძლებს.

რა როლი აქვს დღეს და ექნება მომავალში ელექტრა-ს? 

სტუმარი: დავით გოლოშვილი - პლატფორმა electra.ge-ის პროექტის ხელმძღვანელი;




Subscribe to our news

Get the main news of the day