საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების მოზიდვა- მხარდაჭერისა და მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიით ტრანსასაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით იგეგმება საქართველოს ელექტრონერგიის ბაზრზე საათობრივად რეგულირებად „ერთი დღით ადრე“ ვაჭრობაზე (DAM) გადასვლა, სადაც განხორციელდება ელექტროენერგიის იმ მოცულობების ყიდვა/გაყიდვის ოპერაციები, რომელიც არ იქნება დაფარული ორმხრივი ხელშეკრულებებით.
ენერგეტიკის სამინისტროს 2016-2025 წლების სტარტეგიის მიხედვით, სირთულეების დაძლევის, მომავალი გამოწვევების საპასუხოდ და ელექტროსისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის ასამაღლებლად საათობრივად რეგულირებადი ბაზრის ჩამოყალიბებამდე, ეტაპობრივად მოხდება სასისტემო მომსახურებების განვითარება/ტექნიკური დონის ამაღლება, რაც პასუხობს ბაზრის მოწყობის დირექტივის მოთხოვნებს ელექტროენერგიის ხარისხის პარამეტრების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
„„ერთი დღით ადრე“ ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობა განხორციელდება ცენტრალიზებული წესით, რომლის მართვაზეც პასუხისმგებელი იქნება ბაზრის ოპერატორი. აღნიშნული მოდელით ვაჭრობის პროცესში მონაწილეობას მიიღებს მრავალი მყიდველი და გამყიდველი, კონკურენციის პრინციპის შესაბამისად. ხოლო ვაჭრობის საგანი იქნება ელექტროენერგიის ის მოცულობები, რომელიც არ იქნება დაფარული ორმხრივი ხელშეკრულებებით. ვაჭრობის დაწყებამდე გადამცემი სისტემის ოპერატორი გამოაქვეყნებს ინფორმაციას მოცემული დროისათვის სისტემის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ და მისი გათვალისწინებით შემდეგი დღის მოხმარების საათობრივ გრაფიკს.
ფაქტიური დანაკარგების იმ ნაწილს, რომელიც არ იქნება დაფარული პირდაპრი ხელშეკრულებითა და „ერთი დღით ადრე“ ბაზარზე შესყიდული ელექტროენერგიით გადამცემი სისტემის ოპერატორი შეისყიდის სასისტემო მომსახურებების ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ სასისტემო მომსახურებების ბაზარზე საბალანსო ელექტროენერგიის ფასი გაცილებით მაღალი იქნება „ერთი დღით ადრე“ ბაზარზე სავაჭრო ელექტროენერგიის ფასთან შედარებით. შესაბამისად, ბაზრის მონაწილეეები მოტივირებულები იქნებიან მაქსიმალური სიზუსტით დაგეგმონ წარმოება და მოხმარება. ამასთან, განისაზღვრება ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე სავაჭრო ანგარიშების შექმნაზე, ელექტროენერგიით ვაჭრობის კლირინგზე, მინიმალური ფულადი შენატანების მოკრებასა და ვაჭრობაში მონაწილე მხარეებს შორის ფინანსური ურთიერთობების რეგულირებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი“, - ვკითხულობთ სტრატეგიაში.