Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ელექტრომობილების დასამუხტი ქსელი ფართოვდება

BM.GE
02.09.22 18:24
178
თბილისის მერია, კერძო სექტორთან ერთად დედაქალაქსა და დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ელექტრომობილების დამტენების დამონტაჟების პროექტს აანონსებს. კახა კალაძე, თბილისის მერი, აღნიშნავს, რომ მერია ყველაფერს აკეთებს მოქალაქეთა მხრიდან ელექტრომობილების შეძენის წახალისებისთვის და ეს პროექტიც ამ მიზნით ხორციელდება. დედაქალაქსა და ავტობანზე ელექტროდამტენების პროექტი 7 თვეში უნდა განხორციელდეს. ეს ისნფორმაცია თბისის მთავრობის სხდომაზე გუშინ გასაჯაროვდა, თუმცა ის ნამდვილად არ არის ახალი რომ ელექტროფიცირების პოლიტიკა ავტოინდუსტრიაში სულ უფრო იკრებს ძალებს. მალე ევროპა სრულად ელექტრომობილებზე გადავა და ინფრასტრუქტურასაც ამზადებს, იაპონია კი დიდიხანია ამ მიმართულებით მსოფლიო ლიდერია. საკაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა ელექტროდამტენების მიმართულებით ქართულმა ი-სპეისმაც, რომელიც 2016 წელს დაარსდა და იყო პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში დაამონტაჟა ორი საჯარო მოხმარების ელ.მობილის დამტენი . 2017 წელს, ასევე პირველად საქართველოში, ი-სპეისმა დაამონტაჟა სწრაფი დამტენები. რა პოტენციალს ხედავს დღეს კომპანია და როგორ შეიძლება მოსახელობის წახალისება იმისთვის რომ ელექტრომობილები უფრო მასიური მოხმარების გახდეს? 

სტუმარი: დათო იოსავა - „ი-სპეისის“ საოპერაციო სამსახურის ხელმძღვანელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day