ელექტრომობილი, რომელიც 1 დამუხტვით 1000 კილომეტრს გაივლის
BM.GE
14.02.22 07:48
• 302
ნორვეგიულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Fresco Motors-მა წარადგინა ელექტრომობილი Fresco XL-ი, რომელიც, მისი თქმით, ელემენტის ერთი დამუხტვით 1000 კილომეტრს გაივლის. აღსანიშნავია, რომ თუ კომპანიის პრეტენზია საფუძვლიანია, ეს რეკორდული მაჩვენებელი იქნება.
მოცემული დროისთვის ბაზარზე არსებული ელექტრომობილებიდან ელემენტის ერთი დამუხტვით ყველაზე დიდ დისტანციას, EPA-ს რეიტინგით, 2021 წლის Lucid Air-ი ფარავს. მას 837 კილომეტრის გავლა შეუძლია.