Home
Category
TV Live Menu

ელექტრონული ფოსტის მოხმარება თბილისში

598c6163b33f3
BM.GE
10.08.17 17:35
805
ელექტრონული ფოსტა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გამოიყენება. მას შემდეგ ციფრულმა სამყარომ მრავალი ალტერნატიული საკომუნიკაციო არხი შემოგვთავაზა. ეისითი დაინტერესდა, თბილისის მოსახლეობის რა ნაწილს აქვს ელექტრონული ფოსტა და ძირითადად რა მიზნით გამოიყენება აღნიშნული საკომუნიკაციო არხი.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ელ-ფოსტა თბილისის მოსახლეობის ფაქტიურად ნახევარს (52%) საერთოდ არ აქვს, შესაბამისად, 48% ელ-ფოსტის მომხმარებელია. თბილისში, ფოსტის მომხმარებლების უმრავლესობას (76%) მხოლოდ 1 ელექტრონული ფოსტა აქვთ გახსნილი.

რაც შეეხება სარგებლობის სიხშირეს, ელ-ფოსტის მომხმარებლების მხოლოდ მესამედი (34%) იყენებს მას ყოველდღიურად.

ელექტრონული ფოსტის მქონე თბილისის მაცხოვრებლები აღნიშნულ არხს ყველაზე ხშირად ფაილების გაგზავნა / შენახვისთვის, ასევე სხვა ადამიანებთან კომუნიკაციისთვის იყენებენ.

გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 16-დან 19 ივნისამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day