Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“ელექტრონული კომერციის შესახებ” კანონპროექტის განხილვის ფარლებში შეხვედრა გაიმართა

BM.GE
23.02.23 08:50
106
ელექტრონული კომერციის რეფორმის ფარგლებში” - საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი “ელექტრონული კომერციის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით გაიმართა. ეს იქნება კანონი, რომელიც ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებულ საქმიანობას დაარეგულირებს და ასევე განსაზღვრავს ამ მომსახურების გამწევი პირების პასუხისმგებლობას. კანონპროექტის თანახმად, დარეგულირდება ელექტრონული კომერციის პროცესში, მომსახურების მიმწოდებლების მხრიდან ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, მომსახურების მიმღებთა უფლებების დაცვა და აგრეთვე, მოხდება შუალედური მომსახურების მიმწოდებლების უფლება-მოვალეობის განსაზღვრა. კანონპროექტის შედგენაში ჩართული ექსპერტებიც და ბიზნესებიც სიახლეს დადებითად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ ეს ელექტრონული კომერციის მიმართულებას ქვეყანაში დაარეგულირებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day