Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ელექტრონული რეცეპტების სისტემის ამოქმედება

BM.GE
16.02.22 12:35
370
მარტიდან მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტების სისტემა დაინერგება, რომელიც ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გუშინდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ელექტრონული რეცეპტების სისტემა აქამდე მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამის ფარგლებში გამოიყენებოდა და მისი მასშტაბური ამოქმედებისთვის მთავარია, ყველა ექიმს ელექტრონული რეცეპტების ბაზაზე ჰქონდეს წვდომა. მისი თქმით, სისტემის ასამოქმედებლად საკონსულტაციო ჯგუფსა და ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული გეგმა უკვე შემუშავებული აქვს. 

ელექტრონული რეცეპტის პროექტზე მუშაობა ქვეყანამ ჯერ კიდევ 2016 წლიდან დაიწყო. რატომ ვერ მოხდა ამ დრომდე სისტემის მასშტაბური ამოქმედება? 

სტუმარი: ილონა კოკიაშვილი - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

Subscribe to our news

Get the main news of the day