ელექტრონულ ხელმოწერებთან დაკავშირებით ბევრ პრობლემას ვაწყდებით- ამის შესახებ გასულ კვირას საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკის პოლიტიკის კომიტიტზე გამართული შეხვედრისას განაცხადა. როგორც ძნელაძე ამბობს, იმისთვის, რომ ეს უნივერსალური საშუალება ყველა სექტორმა მიიღოს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო. როგორ მუშაობს სამი წლის წინ ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტი, რომელმაც პირველ ეტაპზე ადმინისტრაციულ ორგანოებს, ხოლო შემდეგ უკვე ბიზნესების ნაწილში ელექტრობნული ხელმოწერისა და შტამპის გამოყენების ვალდებულება გააჩინა.