საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 2018-2020 წლებში 184 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელმა სულხან ზუმბურიძემ დღეს სემეკში საინვესტიციო გეგმების შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე ელექტროსისტემა 36.1 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული გეგმა სემეკმა უკვე დაამტკიცა.