ელიავას ბაზრობაზე ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება, ხანძარი სამსართულიან შენობას უკიდია, სადაც ავტონაწილები იყიდება.
ადგილზე 17 სახანძრო მანქანაა მობილიზებული, ასევე ადგილზე იმყოფება სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 80-მდე მეხანძრე-მაშველი.