Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“ელიტ მოტორსის” ბიზნესფორუმი

BM.GE
21.06.22 09:36
249
18 ივნისს ნატახტარში, „ვილა მოსავალში“ ელიტ მოტორსის ყოველწლიური ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელზეც ელიტ მოტორსის წამყვანი ბრენდების მძიმე და მცირე სამშენებლო ტექნიკა-დანადგარები იყო წარმოადგენილი. ფორუმის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ ისეთი ბრენდების წარმომადგენლები, როგორებიცაა VOLVO CE, MECALAC, SDLG და ა.შ, რომლებმაც ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს გაუზიარეს ბრენდების სამომავლო გეგმები და ტექნიკაში დანერგილი სიახლეები. ადგილზევე მოეწყო ისეთი მძიმე სამშენებლო ტექნიკის განხილვა და ტესტ-დრაივი, როგორებიცაა ექსკავატორი, დამტვირთველი, „გრეიდერი“ და ა.შ. სტენდებთან წარმოდგენილი იყო სამრეწველო დარგის ჰაერის კომპრესორები, გენერატორები და სხვა მრავალი დანადგარი. დამსწრეებს საშუალება მიეცათ ბრენდების უცხოელი წარმომადგენლებისთვის დაესვათ კითხვები და მიეღოთ რჩევები ტექნიკასთან დაკავშირებით. 

ელიტ მოტორსის გუნდმა კი სპეციალურად ფორუმის ფარგლებში დამსწრეთათვის მცირე თუ მძიმე სამშენებლო ტექნიკასა და სხვა დანადგარებზე გასნაკუთრებული პირობები შემოგვთავაზა.



Subscribe to our news

Get the main news of the day