Home
Category
TV Live Menu

ემიგრანტებისთვის ქართული ენის ელექტრონული სწავლების კურსი ამოქმედდება

5843b01370064
სალომე მეცხვარიშვილი
04.12.16 10:00
1456
ემიგრანტებისთვის ქართული ენის ელექტრონული სწავლების კურსი ამოქმედდება. შესაბამის პროექტს განათლების სამინისტრო ახორციელებს. სახელმწიფო ბიუჯეტში ამისთვის 3 მილიონი ლარია გამოყოფილი.

როგორც „ბიზნესკონტრაქტს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, იქნება ონლაინ Skype გაკვეთილები, სადაც გაკვეთილს წაიყვანს მასწავლებელი, ნებისმიერ მსურველს კი შეეძლება კურსში ჩაერთოს.

კურსის საპილოტე ვერსია ინტერნეტ სივრცეში უახლოეს დღეეში ჩაეშვება.

„სწავლა-სწავლების პროცესში გაძლიერდება თანამედროვე ტექნოლოგიების, აგრეთვე დისტანციური სწავლების როლი. მნიშვნელოვნად გაიზრდება სკოლების საინფორმაციო-ტექნოლოგიური შესაძლებლობები. მომზადდება მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსები დამხმარე სასწავლო მასალისა და განმავითარებელი თამაშების სახით, შეიქმნება ელექტრონული სწავლების პლატფორმა, რომლის საშუალებითაც დიასპორის წარმომადგენლებისათვის დაინერგება დისტანციური სწავლების გაკვეთილები ქართულ ენაში, საქართველოს გეოგრაფიასა და ისტორიაში“,- ნათქვამია ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

Subscribe to our news

Get the main news of the day