Home
Category
TV Live Menu

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინეს

5957adee17b87
BM.GE
01.07.17 20:05
790
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინეს. კალაძე ოქტომბრის თვითმართველობის არჩევნებში მერობისთვის "ქართული ოცნების" სახელით იბრძოლებს.

2012 წლიდან დღემდე კახი კალაძეს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა ეკავა.

სამუშაო გამოცდილება:

25.11.2013 - დღემდე პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი
26.11.2016 - დღემდე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი
2012-2016 საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი
2012 საქართველოს პარლამენტის წევრი
2008-2012 სს „პროგრეს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
2008 - დღემდე საქველმოქმედო ფონდი „კალა ფონდი" დამფუძნებელი
2007 - დღემდე საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი „კალა კაპიტალი" დამფუძნებელი

განათლება:

1996-2003 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კვალიფიკაცია: ისტორიის მასწავლებელი
სპეციალობა: ისტორია

ვინ დაიკავებს ენერგეტიკის მინისტრის პოსტს კალაძის ნაცვლად, ჯერჯერობით უცნობია.

Subscribe to our news

Get the main news of the day