Home
Category
TV Live Menu

"ენერგეტიკის სამინისტრო 1 მეგავატ სიმძლავრეზე საგარანტიო თანხის განახევრებას გეგმავდა, თუმცა, დაპირება არ შეასრულეს"

590c90166344e
სალომე მეცხვარიშვილი
08.05.17 10:40
1319
"გროს ენერჯი ჯგუფის" გენერალური დირექტორის ანგული ტყებუჩავას განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრო ინვესტორებისთვის ერთ მეგავატ სიმძლავრეზე საგარანტიო თანხის განახევრებას გეგმავდა, თუმცა, უწყებამ დაპირება არ შეასრულა.

ანგული ტყებუჩავა "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ საგარანტიო თანხის შემცირება კარგი სიგნალი იყო ინვესტორებისთვის, თუმცა, ეს დაპირება არ შესრულდა.

"იყო ძალიან კარგი სიგნალი, რომ საგარანტიო თანხა შემცირდებოდა 50 ათასამდე ერთ მეგავატ სიმძლავრეზე, რაც ინვესტორებისთვის ძლაიან კარგი იყო და უცებ ეს მიდგომა შეიცვალა და დაუბრუნდა ძველ მაჩვენებელს - 100 ათასი დოლარი ერთ მეგავატზე. ფაქტია, ამას ვერ უარყოფენ, რომ ასე მოხდა. იყო დაპირება ამაზე და გადაიფიქრეს",- განაცხადა ანგული ტყებუჩავამ "საქმის კურსთან" საუბრისას.

Subscribe to our news

Get the main news of the day