ენერგეტიკის დარგი მთავრობას ახალ მიდგომებს სთავაზობს, რაც ენერგეტიკული პროექტების მშენებლობისთვის საჭირო კომპონენტების წარმოების შემთხვევაში გარკვეულ წახალისებებს გულისხმობს. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის მრჩეველი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ მსგავს შემთხვევაში მთავრობამ ინვესტორისთვის ტარიფზე გარკვეული დანამატის გადახდის ვალდებულება უნდა აიღოს, თუკი ის მშენებლობის დროს საქართველოში წარმოებულ პროდუქციას გამოიყენებს.
"ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ამ საკითხის მიმართ არის გაგება. მაგალითად ელექტროსადურების მშენებელმა უნდა გამოიყენოს ადგილობრივი წარმოების კომპონენტები, ეს იქნება ტურბინა თუ მისი ნაწილები. ამის სანაცვლოდ ინვესტორი მიიღებს ტარიფზე დანამატს. ამით ქვეყანაში შემოვა ტექნოლოგიები და ცოდნა, სამუშაოა დგილების რაოდენობა კი გაიზრდება.
დღეს ელექტროენერგიის პირდაპირ გარანტირებულ შესყიდვაზე პრაქტიკულად სახელმწიფომ უარი თქვა. ინვესტიციები იკლებს სექტორში, ამიტომ ერთ-ერთი კარგი საშალება, რომ ენერგეტიკაში ხვალ და ზეგ ცუდი შედეგები არ მივიღოთ არის სწორედ ის რომ სახელმწიფომ დაუშვას გამონაკლისები თუკი კომპონენტები იწარმოება საქართველოში", - ამბობს ლევან ვეფხვაძე.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები (PPA) სახელმწიფოს ფისკალურ რისკებს შორის დაასახელა. IMF-ის რეკომენდაციით, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების ინიცირებისგან, სანამ არ მოწესრიგდება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო.