ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა. 2017 წლის I კვარტალში ენერგეტიკის სექტორში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 7 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც წინა კვარტალში აღნიშნული ციფრი 63 მილიონი დოლარი იყო, ხოლო 2016 წლის I ვარტალში 39 მილიონი დოლარი.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა მშენებლობის სექტორშიც, - კერძოდ თუ 2017 წლის I კვარტალში მშენებლობის სექტორში 56 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, წინა კვარტალში ეს ციფრი 58 მილიონი იყო, თუმცა ის კვლავ აღემატება 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს.
ინვესტიციების მოცულობა შემცირდა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშიც და თუ წლის პირველ კვარტალში აღნიშნული ციფრი 16 მილიონი დოლარი იყო, 2016 წლის მეოთხე კვარტალში ის 45 მილიონს, ხოლო 2016 წლის პირველ კვარტალში კი 19 მილიონ დოლარს შეადგენდა.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის I კვარტალში 403.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 3.7 პროცენტით მეტია.