Home
Category
TV Live Menu

ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებისთვის ხელშეკრულების რატიფიკაცია 2017 წელს მოხდება

57b5c7071862f
დავით ჯალაღონია
18.08.16 18:30
999
საქართველო ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებისთვის ხელშეკრულების რატიფიკაციას 2017 წლის პირველ ნახევარში განახორციელებს. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობას სრული საკანონმდებლო პაკეტი აქვს მოსამზადებელი, რომელიც ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებას მოჰყვება თან.
 
"ჩვენ ფორმალურად ველოდებით, რომ ამ საერთაშორისო ხელშეკრულების შეერთება შემდეგი წლის პირველ ნახევარში მოხდება, მას შემდეგ რაც ახალი პარლამენტი შეიკრიბება და ამ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციას განახორციელებს, თუმცა ევროპული მხრიდან ეს მინისტერიალის შეხვედრაზე მტკიცდება, რომელიც ოქტომბერში გაიმართება და უკვე ჩვენი რატიფიკაციის შემდეგ სრულ მოქმედებაში მოვა ის ენერგეტიკული გაერთიანების სამართლებრივი სივრცე, რომელიც გავრცელებადი იქნება საქართველოზე", - განაცხადა ვალიშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day