Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 1 წლით გადავადდება - ბიზნესის შეფასება

BM.GE
29.06.23 16:37
110
„ინფიცირდება პროექტი, რომელიც ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებას ქვეყანაში 1 წლით გადაავადებს“ - ამის შესახებ BM.GE-ს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ განუცხადა. ენერგო ბირჟას საქმიანობა 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა კიდევ ერთხელ, უფრო კონკრეტულად კი მეექვსედ გადავადდა. ეკონომიკის მინისტრი ბაზრის გახსნის კონკრეტულ მიზეზზე არ საუბრობს- „ჩვენ ობიექტურად ვაფასებთ იმ ვითარებას, რომელიც არამხოლოდ ქვეყანაში, არამედ რეგიონშია შექმნილი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ჩავთვალეთ, რომ არის გარკვეული რისკები ენერგეტიკული ბაზრის გახსნისთვის, ამგვარად 1-წლიანი პერიოდი ავიღეთ“ - განმარტავს ლევან დავითაშვილი. რა რისკები ჩანდა ამჯერად ბაზრის გახსნისთვის და როგორია ბიზნესის შეფასება?

სტუმარი: ირაკლი ტყებუჩავა - კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day