Home
Category
TV Live Menu

ენერგეტიკული ობიექტების შესაფასებლად ახალი დეპარტამენტი ამოქმედდება

5a62f0a6106f8
დავით ჯალაღონია
20.01.18 11:30
647
ენერგეტიკული ობიექტების შესაფასებლად ფინანსთა სამინისტროში ახალი დეპარტამენტი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ Bm.ge-ს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაბამისი კადრების ფორმირება მიმდინარეობს.

რაც შეეხება ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებას, ეს პრაქტიკა აღარ გაგრძელდება.

"გარანტირებული შესყიდვის პირობები მხოლოდ იმ მემორანდუმებზე გავრცელდება, რომელიც 2018 წლამდე გაიცა. ახალ ჰესებზე სახელმწიფო აღარ იღებს ვალდებულებას, გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია, თუ ის ობიექტი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არ არის. სტრატეგიულად მნიშვნელოვანში იგულისხმება ის, რომ სადგური მარეგულირებელი უნდა იყოს, წყლის მოდინებაზე დამოკიდებული არ იყოს და ა.შ", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

ამ ახალი ჰესების მიერ სახელმწიფოსთვის გასაყიდი ელექტროენერგიის ტარიფს კი თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი, ფისკალური რისკების გათვალისწინებით შეაფასებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day