"ენერგო-პრო ჯორჯია" მომდევნო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის დისტრიბუციის ქსელში 230 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, გენერაციის ობიექტებში კი - 44 მილიონი ლარის. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა განუცხადა.
"არის მეორე საკითხიც - კომპანიას ბევრი მიმართულებით გაეზარდა ხარჯები. ჩვენ გაგვეზარდა შესაძენი ელექტროენერგიის ფასი ლარის გაუფასურების გამო და შეიძლება იყოს საუბარი იმაზე, რონ ეს აისახოს ტარიფში, თუმცა ეს სემეკის დასათვლელია. არსებობს სხვა კომპონენტებიც, რამაც შეიძლება ეს კომპონენტი დააბალანსოს", - განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულო კომისია ენერგოკომპანიების სამწლიან საინვესტიციო გეგმების შესათანხმებლად სხდომას მართავს.