Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადება: “ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია”

BM.GE
28.12.20 18:20
588
ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია- ამის შესახებ განცხადება დღეს ენერგო-პრო ჯორჯიამ გაავრცელა. კომპანიის შეფასებით, მოქმედი ტარიფი უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. ” უკვე 10 თვეა, მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი.” - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ენერგო პრო ჯორჯიას განცხადებას დღეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ მთავრობა სემეკის კომპეტენციაში არ ჩაერევა.

სტუმარი: გიორგი აბრამიშვილი - განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

Subscribe to our news

Get the main news of the day