Home
Category
TV Live Menu

ენერგოომბუდსმენის აპარატში ყველაზე მეტი საჩივარი "თელასზე" შევიდა

58593977d6c94
BM.GE
20.12.16 17:56
1165
ენერგოომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის მაჩვენებელი კოლოსალურად იზრდება,- ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის 2016 წლის შეჯამებაშია საუბარი.
მათი ინფორმაციით, სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის მონაცემებთან შედარებით მიმართვიანობა დაახლოებით 6-ჯერ მეტია.
„ეს მაჩვენებელი, ერთი მხრივ, მოქალაქეთა სამომხმარებლო ცოდნის ამაღლებაზე, მეორე მხრივ, კი სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიგვანიშნებს. 2016 წელს დარეგისტრირდა - 4680 განცხადება კონსულტაციებისთვის მოგვმართა - 9108 მოქალაქემ ელექტრონულ ფოსტასა და სოციალურ ქსელში მოგვმართა - 1965 მოქალაქემ განცხადებათა რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა კომპანიების მიხედვით:
• სს „თელასი“ - 1171
• სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ - 286
• სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ - 442
• შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - 173
• შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ - 97
• სს ,,საქორორგგაზი“ – 13 შპს ,,ვისოლ-გაზი“ - 6
• შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - 1216
• შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – 60
• შპს „მცხეთის წყალი“ – 310
• შპს „რუსთავის წყალი“ – 896
• შპს ,,ბათუმის წყალი“ - 10

სექტორის მიხედვით მიმართვიანობა შემდეგნაირად გადანაწილდა: წყალმომარაგება-2492; ელექტროენერგეტიკა - 1899; ბუნებრივი გაზი - 289.
ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით, ელექტროენერგეტიკის სექტორში გადაუჭრელ პრობლემა რჩება მოძველებული ქსელები, არასტაბილური ძაბვა, მომსხურების ხშირი შეწყვეტა რეგიონებში. აგრეთვე, კვლავაც აქტუალურია სამი და მეტი წლის წინ კომპანიის მიმართ წარმოქმნილი ვალები, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე ასახული იყო მომხმარებელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე.
„ამ პრობლემამ თავი იჩინა ჯერ კიდევ 2014 წელს. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ სერიოზული წინსვლა გვაქვს, ვინაიდან მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი, საზოგადოებრივი დამცველის დიდ ძალისხმევით, გათავისუფლდა ამ ვალდებულებისგან. წყალმომარაგების სექტორი ლიდერობს მომხმარებელთა საჩივრების მიხედვით. ისევე როგორც ელექტროენერგეტიკაში ძირითად პრობლემად რჩება გასულ წლებში დაგროვილი დავალიანება, რომელზეც სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ვრცელდება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. ასეთი განცხადებები განსაკუთრებით მასობრივად დაფიქსირდა, შპს ,,რუსთავის წყლის“ მისამართით. შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, ასევე შპს ,,მცხეთის წყლისა“ მიმართ ამ მხრივ შედეგი ძალიან დიდი მომხმარებელთა სასარგებლოდ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მასშტაბით მრავალი საჩივარი დაფიქსირდა კომპანიის არასათანადო მომსახურებაზე, რაც გამოწვეული იყო მთელი წლის განმავლობაში მომსახურების ხშირი შეწყვეტით. ბუნებრივი გაზის სექტორში ძირითადი დავის საგანი იყო ახალი მომხმარებლის დროული მიერთება ბუნებრივი გაზის ქსელზე და აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული დავები“,- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, 2016 წელს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურიდან კომპანიების მისამართით გაიგზავნა 4004 რეკომენდაცია, ხოლო სემეკს უწყებამ 854 შუამდგომლობით მიმართა.
საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე კომპანიების მიერ ჩამოწერილმა თანხამ 2016 წლის განმავლობში 1 391 622 ლარი შეადგინა. ხოლო სემეკის საჯარო სხდომებზე ჩვენი შუამდგომლობების საფუძველზე ჩამოწერილმა თანხამ 2 412 898 ლარი. 2016 წლის ამ დროისათვის არსებული მონაცემებით,

Subscribe to our news

Get the main news of the day