ენერგოსექტორის შესაფასებლად ბიზნესი მთავრობას ანალიტიკური ცენტრის შექმნას ურჩევს. როგორც Bm.ge-ს კომპანია „ენერჯი სოლუშენისა“ და საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გიორგი აბრამიშვილმა განუცხადა, ამ ცენტრის დანიშნულება დარგში არსებული სიახლეებისა და დაგეგმილი ცვლილებების ანალიზი უნდა იყოს, რაც დღეს დეფიციტურია.
"ეს ცენტრი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი, ან სამინისტროს დაქვემდებარებაში, რომელიც მოახდენს პერმანენტული ხასიათით მონაცემების შეგროვებას, მის გაანალიზებას და ასევე, გარკვეული გადაწყვეტილებების შემოთავაზებას. უფრო სწორი იქნება, თუ ეს ცენტრი დამოუკიდებელი ორგანიზაცია იქნება, რომელსაც ექნება მხარდაჭერა კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მხრიდან", - მიიჩნევს აბრამიშვილი.