ენგურჰესი 2017 წელს სამი კვირით, 2018 წელს კი სამიდან ოთხ თვემდე პერიოდით ელექტროენერგიის გამომუშავებას შეწყვეტს
BM.GE
02.09.16 12:33
• 1073
ენგურჰესი გეგმური სარემონტო სამუშაოების განხორციელების მიზნით 2017 წელს სამი კვირით, 2018 წელს კი სამიდან ოთხ თვემდე პერიოდით ელექტროენერგიის გამომუშავებას შეწყვეტს. გალტ&თაგარტის ცნობით, გეგმიური სარემონტო სამუშაოები როგორც წესი 10 წელში ერთხელ სრულდება. აღსანიშნავია, რომ ენგურჰესი საქართველოს ენერგომომარაგების დიდ ნაწილს შეადგენს - სეზონურობის მიხედვით, თვეში 150 გვტ/სთ-დან (ჯამური მოხმარების 20%-მდე) 550 გვტ/სთ-მდე (50%+). ასევე, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით მარაგდება. იმ თვეებში როდესაც ენგურჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეწყვეტს, აუცილებელი იქნება ელექტროენერგიის დეფიციტის სხვა გზით შევსება. 2016 წლის დასაწყისში, როდესაც წყლის ნაკლებობის გამო აფხაზეთის რეგიონში ელექტროენერგიის დეფიციტი შეიქმნა, საქართველოს მთავრობამ შეთანხმების საფუძველზე რუსეთიდან შეღავათიან ფასად შემოიტანა ელექტროენერგია, რომელიც შემდგომ აფხაზეთის რეგიონზე განაწილდა. მსგავსი შეთანხმება ერთერთი სავარაუდო ვარიანტია ელექტროენერგიის დეფიციტის შესავსებად.