Home
Category
TV Live Menu

"ენგურჰესი" გვირაბის რეაბილიტაციისთვის 2019 წელს გაჩერდება

5a2f9adf0c9a9
დავით ჯალაღონია
12.12.17 13:00
765
"ენგურჰესის" ხელმძღვანელის ლევან მებონიას ინფრმაციით, "ენგურჰესი" გვირაბის რეაბილიტაციისთვის 2019 წელს გაჩერდება. მისი თქმით, ჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 2019 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყება და ივნისის დასაწყისამდე გაგრძელდება.

რაც შეეხება ხარჯებს, მებონიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 18 მილიონი ლარია გათვალსწინებული.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი გეგმის მიხედვით, აღნიშნული სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულზე იგეგმებოდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day