Home
Category
TV Live Menu

"ენგურჰესი" მუშაობას 4-5 დღეში შეაჩერებს

58a3fb6423869
BM.GE
15.02.17 11:00
1414
"ენგურჰესი" მუშაობას 4-5 დღეში შეაჩერებს. როგორც ჰესის დირექტორი ლევან მებონია ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას აღნიშნავს, შეჩერების ზუსტი რიცხვი წყალსაცავში წყლის დონეზეა დამოკიდებული, მისი სრულად დაცლის შემდეგ კი ენგურჰესი მუშაობას დაახლოებით 2 კვირით შეაჩერებს.

როგორც მებონია აცხადებს, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ენგურჰესზე უსაფრთხოების ნორმები გაუმჯობესდება, გარკვეული დოზით მოიმატებს ელექტროენერგიის გამომუშავებაც. მივე განცხადებით, 2 კვირით მუშაობის შეჩერება დეფიციტს ან მსგავს პრობლემას არ გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ ენგურჰესის ტექნიკური სამუშაოებისთვის ჰესს სესხი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოუყო.

Subscribe to our news

Get the main news of the day