"ენპარდ - საქართველო“ აჭარაში სხვადასხვა პროფილის კოოპერატივების ხელშეწყობას აგრძელებს.
"ენპარდ - საქართველო“ აღიარებულია ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინციატივად სოფლის მეურნეობის სფეროში.
პროექტის ფარგლებში, 28-30 ივნისს მედიის წარმომადგენლებისთვის აჭარაში მედია-ტური გაიმართა.
მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა აჭარის სხვადასხვა სოფელში იმოგზაურეს, შეხვდნენ მცირე ფერმერებს და ფერმერთა კოოპერატივების საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ფერმერებმა აღნიშნეს, „ენპარდის“ პროგრამამ მათი კოოპერატივების განვითარებას შეუწყო ხელი.
"ენპარდის“ პროგრამის შესახებ გაზეთ "გუთნის დედაში“ წავიკითხე. დავინტერესდი პროექტის დეტალებით, მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. პროგრამის ფარგლებში გადმომცეს თხილის სარჩევი დანადგარი, შესაწამლი აპარატურა და მოტობლოკი - სულ 11 700 ლარის ღირებულების ტექნიკა. ამ ყველაფრის შეძენას ჩემი სახსრებით ვერ შევძლებდი", - აცხადებს კოოპერატივი "პერსპეტივა თხილის“ დამფუძნებელი ნოდარ ზოსიძე, რომელსაც აჭარის მაღალმთიან სოფელში 4 ჰა-ზე თხილი აქვს გაშენებული.
ცნობისთვის, "ენპარდის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში, აჭარაში 77 კოოპერატივი დაფინანსდა.