ოჯახის ექიმები შესაძლებლობების ზღვარზე არიან . სადაზღვევო კომპანიები ამბობენ, რომ დღეს ექიმებზე დატვირთვა არის უპრეცენდენტოდ გაზრდილი, გამკლავების რესურსი კი ნულოვან ნიშნულს უახლოვდება. მათივე შეფასებით, მიმართვიანობის ასეთი მაღალი დონე არცერთი ტალღის დროს არ დაფიქსირებულა. ინფორმაციისთვის, დღეს ქვეყანაში ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევაა დაფიქისირებული.