"არცერთი საუკეთესო კლინიკა არ არის დაზღვეული, რომ მისი თანამშრომელი დაინეტერსებული შეიძლება იყოს მედიკამენტების მწარმოებლებთან ურთიერთობით", - აცხადებს პოლიპრაგმაზიის პრობლემაზე კომენტირებისას ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. როგორც რევაზ ჯორბენაძე "ბიზნესკონტრაქტთან" ამბობს, ექიმების მხრიდან ჭარბი მედიკამენტების გამოწერა მტკივნეული საკითხია, თუმცა ამის დარეგულირებისთვის საჭირო მექანიზმები არსებობს და ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო.
"ყველა კლინიკაში, როელიც მუშაობს თანამედროვე გაიდლაინებზე დაფუძნებული პროტოკოლებით და ჰყავს შესაბამისი ხარისხის სამსახური, თვითონ კლინიკება აუცილებლად უნდა გაუწიონ მონიტორინგი დანიშნულებებს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ პროტოკოლს. თუ ეს მიიღწევა, პოლიპრაგმაზიის კონტროლი გაადვილებული იქნება. რა თქმა უნდა, ამაში უნდა ჩაერიოს ჯანდაცვის სამინისტროც’’-აცხადებს რევაზ ჯორბენაძე.
მისი თქმით, პოლიპრაგმაზია არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, რადგან საუკეთესო კლინიკებიც არ არიან დაზღვეული, რომ მისი თანამშრომელი დაინტერესებული იყოს ურთიერთობით სხვადასხვა მწარმოებელთან.
"სწორედ მწარმოებლები არიან, რომლებიც აძლევენ შეკვეთებს სამედიცინო პერსონალს ახალი მედიკამენტების კვლევაზე და ურთიერთობა ექიმსა და მწარმეობელს შორის ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, მთავარია ეს იყოს მართვადი და კონტროლირებადი პროცესი", - განმარტავს რევაზ ჯორბენაძე.