Home
Category
TV Live Menu

"ექიმებს ზედმეტი მედიკამენტების გამოწერას ფარმაცევტული კომპანიების მარკეტინგული პოლიტიკა უბიძგებთ"

57a02c5e58f00
ელენე გოგბერაშვილი
02.08.16 09:08
1262
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ექიმების მხრიდან ზედმეტი მედიკამეტების გამოწერის პრობლემაზე საუბრობს და ფარმაცევტულ კომპანიებს ეთიკური მარკეტინგული პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს.

მათი ინფორმაციით, ფარმაცევტული კომპანიების კარნახითა და მოტივირებით ხშირ შემთხვევაში ექიმები პაციენტს იმაზე მეტ და ძვირ წამლებს უწერენ, ვიდრე საჭიროა, მათ შორის საუბარია ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებზეც.

აღნიშნულ საკითხზე სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ კვლევაც ჩაატარა და რეკომენდაციებიც დადო. როგორც გაერთიანების თავმჯდომარე, არჩილ მორჩილაძე "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, კონტროლის ერთადერთი მექანიზმი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება და წამლის გამოწერის მკაფიო სტანდარტის განსაზღვრაა, რის შემდეგაც ექიმები მედიკამენტების დანიშვნაში საკუთარ ინტერესს ვეღარ ჩადებენ.

"მაქსიმალურად ფარმაცევტულმა კომპანიებმა უნდა შეიმუშაონ ისეთი მარკეტინგული პოლიტიკა, რომელიც არ იქნება არაეთიკური. შესაბამისად, ექიმებს არ უბიძგებს ზედმეტი მედიკამენტების გამოწერისგან. რაც შეეხება ბიოლოგიურად აქტიურ დანამატეს, ეს უნდა გაიმიჯნოს მედიკამანტებისგან და რეკომენდაციებში შევიტანეთ კიდეც მუხლი, რომ ექიმმა ბიოლოგიურად აქტიური დანამატი სამედიცინო დოკუმენტაციიდან უნდა გამიჯნოს", - აცხადებს მორჩილაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day