Home
Category
TV Live Menu

ექიმის კონსულტაცია ინტერნეტით - ონლაინ კლინიკის პროექტი 70 000 ლარით დაფინანსდა

5958a6c977eff
ელენე გოგბერაშვილი
02.07.17 12:00
2499
ონლაინ კლინიკა, რომელიც დაახლოებით ორი კვირაა ამოქმედდა, მომხმარებელს საშუალებას აძლევს 24 საათის განმავლობაში მიიღოს საფუძვლიანი კონსულტაცია კვალიფიციური და სერტიფიცირებული ექიმებისგან. ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობის საშუალებად გამოიყენება ინტერნეტ სივრცე. ისინი ერთმანეთთან საუბრობენ მაღალი ხარისხის ვიდეო ზარების მეშვეობით. ექიმს შეუძლია რეცეპტის ონლაინ რეჟიმში გამოწერა. თავის მხრივ მომხმარებელს საშუალება ექნება მედიკამენტების სახლში მიტანის სერვისით ისარგებლოს. პროექტის ავტორი ,,საქმის კურსთან’’ საუბარში აცხადებს, რომ ,,კლინიკა ონლაინ’’ გათვლილია მოსახლეობის ფართო ფენებზე, განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება ემიგრანტებს.

არჩილ შველიძის თქმით, ონლაინ კლინიკის ვებ-გვერდზე რეგიტრაციის მსურველთა რაოდენობა მათ გათვლებზე 30%-ით მეტი აღმოჩნდა. ვებ-გვერდზე დღე-ღამის განმავლობაში 15-დან 25-მდე მომხარებელი რეგისტრირდება. ამ დროისთვის მათი რაოდენობა 240 მომხმარებელს სცდება. ,,25 რეგისტრატორიდან 10-12 მომხმარებელი უშუალოდ დაინტერესებულია მომსახურების მიღებით’’-აცხადებს შველიძე.

ონლაინ კლინიკის პლატფორმაზე საბავშვო პაკეტის ღირებულება 12 ლარია, სრულწლოვანისთვის პაკეტის ფასი 15 ლარს შეადგენს, ხოლო საოჯახო პაკეტი 25 ლარი ღირს. ემიგრანტებისთვის სამედიცინო პაკეტის ფასი 10 დოლარი და 10-15 ევროა.

ონლაინ კლინიკის შექმნის პროექტი საპარტნიორო ფონდმა "სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში 70 ათასი ლარით დააფინანსა, საიდანაც 65 ათასი ლარი უკვე ათვისებულია.

Subscribe to our news

Get the main news of the day