Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ექსპორტი 31.8 %-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 33.2%-ით - ბიზნესის შეფასება

BM.GE
30.01.23 10:11
122
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 მლრდ დოლარი შეადგინა,ეს იმას ნიშნავს რომ შარშან 2021 თან შედარებით მონაცემი 32.8%-ით არის გაზრდილი. აქედან ექსპორტი 6 მლრდ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 13 მლრდ დოლარს. 

როგორი იქნება მიმდინარე წელი დაზუსტებით თქმა ამისი რა თქმა უნდა რთულია, თუმცა ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ რომ 2023 წლის მიმართ მოლოდინები გაუმჯობესებული აქვთ. ოპტიმიზმის მიუხედავად ფასებთან დაკავშირებით პროგნოზები მაინც ჭირს. 

სტუმარი: გიორგი გუდაბანძე - "ექსპორტის განვითარების ასოციაციის" დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day