საქსტატის ოფიციალური ინფორმაციით 2017 წელს მთლიანმა ექსპორტმა 2,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ზრდა არის, თუმცა, ამ მაჩვენებლით ქვეყანა 2013-14 წლების მდგომარეობას მაინც ჩამორჩება. 2013 წელი ქართული ექსპორტისთვის რეკორდული იყო, მაშინ ქვეყნიდან 2, 910 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა. თუკი 2013 წელს შევუდარებთ, 2017 წლის ექსპორტი 6%-ით ნაკლები, 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით კი 4%-ით ნაკლები გამოდის.
საქსტატმა საგარეო ვაჭრობის მონაცემები დღეს გამოაქვეყნა, დოკუმენტის მიხედვით, 2017 წლის ექსპორტმა 2016 წლის მონაცემებს 29%-ით გადააჭარბა.